ვიდეოგალერეა


ბუკინისტები

ბუკინისტი ფრანგული სიტყვაა, რაც აღნიშნავს ნახმარი ან ძველი წიგნებით მოვაჭრეს. 1723 წელს გამოცემულ კომერციულ ლექსიკონში, სიტყვა ბუკინისტი შემდეგნაირადაა ახსნილი: გაჭირვებული წიგნით მოვაჭრე, რომელსაც არ გააჩნია შესაძლებლობა, გახსნას წიგნის მაღაზია და გაყიდოს ახალი წიგნები. ამიტომ მას გამოაქვს საკუთარი, ძველი წიგნები, რომელთაც ყიდის ქალაქის სხვადასხვა კუთხეში.
პირველი “ქუჩის ბუკინისტები” მე-16 საუკუნეში პარიზში გამოჩდნენ. სწორედ აქედან მოყოლებული საფრანგეთში დაიწყო მათი დევნა. ხელისუფლება არ აძლევდა თავისუფლებას წიგნით მოვაჭრეებს. თუმცა ვერც თვით კანონით აკრძალვამ უშველა საქმეს. წიგნების დახლები არალეგალურად მაინც ამშვენებდნენ პარიზის ქუჩებს. ამის შემდეგ ბუკინისტებისათვის გამოიყო სპეციალური ადგილები, სადაც შეეძლოთ მათ წიგნით ვაჭრობა. პარიზში გაჩნდა “წიგნის უბნები”.
თბილისში ბუკინისტები თითქმის ყველა უბნის კუთხეში იდგნენ და ყიდდნენ წიგნებს, სანამ თბილისის მერიისზედამხედველობის სამსახურმა წიგნებისგან არ გაათავისუფლა თბილისის ქუჩები.
დღეს ბუკინისტებს ვეღარ შეხვდებით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. ახლა მათი ნახვა შესაძლებელია დედა ენის ბაღში, მტკვრის ნაპირზე….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s