ნიკუშა ანთაძე


სახელი: ნიკუშა
გვარი: ანთაძე
დაიბადა: 1989 / 9 თებერვალს
პროფესია: მწერალი

კითხვა – პასუხი

1. უარს ვერასდროს ვიტყვი – წერაზე
2. მთრგუნავს – ომი
3. რომ არა წერა… – ეს ინტერვიუ არ შედგებოდა, ვერ გამიცნობდი და ამ საღამოს ვერ შემხვდებოდი.
4. მე მინდა 20 წლის მერე ჩემზე თქვან… – მთავარია არ თქვან, რომ ეჰ, 20 წლის წინ პერსპექტიული ახალგაზრდა იყო და დიდი მომავალი ელოდაო.
5. ყველაზე დიდი სურვილი – ოსკარი, ნობელის პრემია, გრემი.
6. ყველაზე დიდი წარმატება – დაბადება.
7. წერა დავიწყე – სანამ წერას ვისწავლიდი. მამას ვკარნახობდი და იწერდა. სერიოზულად წერა და გამოქვეყნება კი 4 წლის წინ.
8. ყველაზე კარგად ვწერ – როცა არავინ და არაფერი მიშლის ხელს,
ტელეფონი გამორთულია და ჩართულია მუსიკა, რომელიც მიყვარს.
9. კრიზისში მაქცევს – ჯერ არაფერს მოვუქცევივარ.
10. ნაწარმოები, რომლითაც ყველაზე მეტად ვამაყობ – არ მიყვარს სიამაყე.
11. ნიჭი, რომლითაც მინდოდა დაჯილდოვებული ვყოფილიყავი – სიმღერა. სიამოვნებით მეყოლებოდა საკუთარი ინდი როკ-ბენდი.
12. ვთვლი, რომ სრული რეალიზაცია ვიპოვე – წერაში.
14. რას ნიშნავს შენთვის “კარგი წიგნი” – წიგნი, რომელიც ყველაზე ახლოს მოდის ჩემთან, მიახლოვდება და მიმეგობრდება.
13. აქვთ თუ არა რამე საერთო შენი ნაწარმოებების გმირებს შენთან? – კი, ჩემი გმირების რაღაც ნაწილი მე თვითონ ვარ.
14. გეშინია იმის, რომ ერთ დღეს შეიძლება ვეღარ დაწერო? – არამგონია მინდოდეს და `ვეღარ~ ვწერდე. უფრო საშიში `აღარ~ არის, ანუ წერის სურვილის გაქრობა.
15. როგორ წარმოგიდგენია, შენი ცხოვრების რეზულტატს სად და როგორ შეაფასებ? – ალბათ სიკვდილის წინ, ან სიკვდილის შემდეგ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s