ნუმიზვიღაცები


– და რა უნდა ქნაა? – დაინტერესდა ლუკიჩა.
– ხურდები უნდა შევაგროვო.
– რატო, მათხოვარი ხარ?
– ნუმიზმატები აგროვებენ!
– ნუმიზრეები?
– ნუმიზმატები!
– ნუმიზმატები რა არი?
– ნუმიზმატები არიან, ვინც ფულს აგროვებენ!
– და ფული რა არი?
გამეცინა მაგრად.
ამ საღამოს, სანამ ოთო დამირეკავდა, ამო ჩემთანო, ვიჯექი, მასალაზე ვფიქრობდი, ფულზე და უცებ მივხვდი, რომ კარგად არც ვიცი, რა არის ფული. რა არის ფული? ზოგი ამბობს ფული ყველაფერიაო, ზოგი ამბობს არაფერი არ არიო… რავიცი… ამ დროს შევამჩნიე, გვერდზე თაროდან უცნაურად მიყურებდა სულხან-საბას ორტომეული. სწრაფად გადმოვიღე მეორე ტომი და გადავფურცლე. აბა ფ.. ფა.. ფე.. ფი… ფო.. ფს.. აი ფუ! სად არი აბა?.. ფუდ.. ფუკ… აჰა! ფული.. მაგრამ.. არ წერია განმარტება!  [ფული ნ. ფოლი] რა ხდება?! ალბათ, ფოლი უნდა ვნახო-მეთქი მივხდი და წამოვედი ცოტათი უკან. ფოლი ფული ZABCD განუმარტავია. ნ. აბაზი. ვაა… საბამაც არ იცოდა ეტყობა… რადგან აქ აბაზი ახსენა, ეხლა აბაზისკენ წავედი. პირველი ტომიც გადმოვიღე. დასაწყისშივე იყო. აბაზი ოთხი შაური, ორმოცი ფოლი. რაღაც მაგარი გაუგებრობაა! ვერ გავიგე ვერაფერი. ჯერ-ჯერობით დადგინდა, რომ ფული ყოფილა ორმოცი ფოლი! ხოო.. საით წავიდე ეხლა.. ოთხი შაურიო? ვნახოთ შაური… შაური. ათი(ს) ფოლის ვეცხლი. ააა!.. რა არი ფულიი?!! რაღაც რთული სიტუაციაა აშკარად… მოდი ლარი ვნახოთ აბა. ლარი კუმაში, ფარჩა ZAB შდრ. ატლასი. რა ატლასი?! კი ვიცოდი სულხან-საბა რომ ეწეოდა, მაგრამ ამდენს?! ატლასი ნაქსოია, ლარი Z. ოოო! რა ნაქსოია?! გავჭედე… დოლარი ვნახო? არა, დოლარი არ არი. ევრო? რა ევრო, ვატრაკებ უკვე… კიდევ კარგი, ამ დროს ოთომ დარეკა, ამო ჩემთანო. ლექსიკონები გადავაგდე და ავედი. ჩემი ძმაკაცია ოთო, კარგი ბიჭია, კლასელები ვართ. ოთოს კიდევ ორი ძმა ყავს, შუათანა ნოდარიკო და ლუკიჩა – სულ პატარა. ჰოდა, სამივენი სახლში იყვნენ. მშობლებს მივესალმე, ახალი ჩამოსულები არიან, წასულები იყვნენ ორი კვირა, ევროპა დაათვალიერეს. მაგარი იყოო, მიშა ბიძიამ მერე მოგიყვები რაღაცეებსო. მაგარი კაცია ოთოს მამა, ჩვენი ძმაკაცივითაა. მე და ოთო შუა ოთახში დავჯექით, ვლაპარაკობთ. იქვე ლუკიჩა იჯდა თავის სათამაშოებთან, აწყობდა რაღაცას. ამ დროს მიშა შემოვიდა, ოთოს ეუბნება тётя ირას პანაშვიდზე უნდა ავიდეთ რა აუცილებლადო. ოთომ, წამო თუ გინდა შენცო, ან დამელოდე ცოტა ხანიო. მეთქი დაგელოდები. გავიდნენ და შემოვიდა ნოდარიკო. ხელში გამჭირვალე პარკი უჭირავს, შიგნით ბევრი ხურდები ყრია.
– ვაჰ, რა კაცი, რა კაცი – თმები ავუჩეჩე.
– რავა ხარ ნიკუშ? – თერთმეტის არი.
– რა არი ეს ბიჭო, რა ხურდებით მოძრაობ? – გავიღიმე.
– ნუმიზმატი ვარ! – სერიოზულად მიპასუხა.
– ჰა?
– ნახე რამდენი მაქვს! მიშამ ჩამომიტანა – და მაგიდაზე დამიყარა თავის ხურდები. ევროები იყო ბევრი, სხვადასხვანაირი, ოციანები, ორმოცდაათიანები,  რამდენიმე პენსი, ბრიტანული, კრონები და კიდევ რაღაცეები.
ამასობაში ლუკიჩაც თავის ასაწყობს შეეშვა და შემოგვიერთდა. თან ვატყობ ეძინება, ჭირვეულობს უკვე. რვის ხდება ლუკიჩა.
– ნუმიზრეები?
– ნუმიზმატები!
– ნუმიზმატები რა არი?
– ნუმიზმატები არიან, ვინც ფულს აგროვებენ!
– და ფული რა არი?
გამეცინა მაგრად.
– ფული რა არის არ იცი ხო! დებილია ეს ბავშვი! – გაბრაზდა ნოდარიკო.
– არ ვიცი! რა არი?! – გაჯიუტდა ლუკიჩა.
– ფული არი ფოლი! – ჩავერიე მე.
– რაა?
– რა და ათის ფოლის ვეცხლი!
– ჰა???
– კუმაში, ფარჩა, ატლასი.
– ეე, რას მაშაყირებ! – გამიბრაზდა ლუკიჩა.
– რას გაშაყირებ კაცო, ფული არი ნაქსოია!
ლუკიჩამ რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ გაიგო, (რა უნდა გაეგო?! მე ვერ გავიგე და საბამ ვერ გაიგო) გაწითლდა სიბრაზისგან და ნოდარიკოს ხურდები მაგიდიდან გადაყარა.
– აუ შენი მართლა სულელი ხო არ ხარ! – ეხლა ნოდარიკო გაბრაზდა და თავში წამოარტყა ლუკიჩას, რომელსაც ეძინებოდა ისედაც ჭირვეულობდა და ესღა აკლდა! ამანაც დაარტყა და თან თვითონ ატირდა. ამ დროს ოთახში ნინო დეიდა შემოვიდა და აბა, წავედით დავიძინეთო, ჩაეხუტა ლუკიჩას. ლუკიჩამ ერთი კი დააპირა, მოთხოვნა 5 წუთი ვიქნებიო, მაგრამ გადაიფიქრა მერე, ჩვენ ენა გამოგვიყო და წავიდა.
– დებილია! – ტახტის ქვეშ შევარდნილ ხურდებს იღებდა ნოდარიკო.
– პატარაა და შენც ნუ უტრაკებ შე ნუმიზმატო! – ისევ ხურდებს გადავხედე.
ერთ ევროიანებიც ყოფილა, – მეც მაქ სახლში რაღაც ძველები და მოგიტან მერე, სერიოზულად თუ აპირებ გროვებას.
– ვაპირებ.
– კაია.
– მაგრამ ძველები რათ მინდა?
– როგორ არ გინდა, აბა მარტო ახლები რას გიშველის? ყველანაირი ხურდები უნდა იშოვო.
– ხოო? კაი და მალე ბევრი მექნება ძაან. სულ ყველა მექნება.
– აუფ, ყველა ხო? სულ იცი რამდენია?
– რამდენია? ათასი იქნება.
– ათასი კი არა, ათიათასი.
– ათიათასი?
– მეტი! მილიონი.
– ხოო?.. – შეფიქრიანდა ნოდარიკო.
– მთელი ცხოვრება მოუნდები მაგის გროვებას.
– და ყველას ალბათ მაინც ვერ შევაგროვებ ხო?..
– თუ გინდა ქვეყნების მიხედვით დაიწყე, მეც დაგეხმარები, მერე ჩამოვწეროთ ხოლმე.
– ხო რავი, – უკვე დაეზარა.
ამ დროს მიშა და ოთოც მობრუნდნენ.
– ჰა რას შვებით, რა ხდება.
– რა ხდება და შენი ძმა ნუმიზმატობას აპირებს.
– რა ნუმიზმატობა? რა ამბავი ხურდებია, მანახე, – ოთომ ევროები    გადათვალა, – რა ნუმიზმატობა კაცო, რად გინდა? ნაყინი არ გინდა?
– მინდა.
– მეც მინდა, – გაუხარდა ნოდარიკოს.
– ხოდა ჩადი ეხლა, გადაახურდავე ესენი და ამოიტანე ნაყინი…

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s