ღამეს


მიყვარს ღამით ლექსის წერა,
არ მეხება გარემო.
სიჩუმესთან მიმოწერა,
ერთხელ უნდა გაგემო.
დილის რიჟრაჟს რომ შეიგრძნობ,
რომ არც გინდა გახედვა.
ღამის ხიბლსაც მყის შეიცნობ,
ეგრე იცის – თავხედმა.
აგაყენებს, დაგსვამს მარტოს,
ხელში მოგცემს სავსე კალამს.
შეეცდება ნება დაგრთოს,
აზრი ჰგავდეს ძვირფას ალმასს.
როცა არღვევ იდილიას,
შენი „სი“ რომ სხვისთვის „დო“-ა.
დღის და ღამის ჭიდილია,
თანაც შენი ძილის დროა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s