Just Do It


– ერთი-ორჯერ ვცადე, მაგრამ… – ბიჭმა თავი დახარა.
– ეხლა თუ არ დაიწყე, აბა როდისღა… – შეფიქრიანდა მამა, – 17 წლის ხარ უკვე.
– დიდებს საერთოდ ვერ ვეკარები. 
– დიდია თუ პატარა, მაგას არა აქვს მნიშვნელობა, სხვა რამეა მთავარი.
– თან ცოტა მეზარება…
– რა გეზარება, ბიჭო?! რა გეზარება?! შენ არ იცი რა სიამოვნებას კარგავ!.. შენხელა რომ ვიყავი… – მამა ადგა და ოთახში აქეთ-იქეთ სიარული დაიწყო, – ჯერ უნდა შეათვალიერო, მერე შეეხო, ხელი უნდა შეუცურო გვერდებში, მოეფერო, უყნოსო, უნდა იგრძნო და უნდა გიგრძნოს!.. ქართველები ჯობიან ყველას, საერთოდ ევროპელები, რუსები… უჰ…
– რუსებიც?
– უჰ! ზოგი ისეთია, არ არსებობს არ მოგინდეს.
– ხოო?
– ხო, აბა შეიძლება ანას ხელი მოკიდო და არ მოგინდეს?
– ვინ ანას? – დაიბნა ბიჭი.
მამა წიგნების კარადასთან მივიდა, ტოლსტოის სქელი ტომი გადმოიღო და გაუწოდა.
– დაიწყე ამით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s